"პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება პრიორიტეტია ჩვენთვის!"- კახა კახიშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმინეს

15 Apr 2018 17:04

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა ჯგუფის წევრებს სამინისტროში 2015-16 წლებში განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


„ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით. მოგეხსენებათ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციფიკა. აქ არის დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რომლის ინფრასტრუქტურა, კორიდორები, პერიმეტრი, საკანალიზაციო ჭების განლაგება თუ სხვა წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ ამ საკითხს. პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება პრიორიტეტია ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, საკითხები, რომელიც უკავშირდება, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პატიმრების უსაფრთხოებასა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს საიდუმლოა და ასეთი ტიპის შესყიდვები ხორციელდება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით "გრიფით საიდუმლო,"-განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები: