გრიგოლ გეგელია: ქალებზე მოძალადე კაცებო — გადაშენდით!

15 Apr 2018 10:20

გრიგოლ გეგელია, პოლიტიკური ისტორიკოსი:


_მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ახალგაზრდა დედის ვერაგულად მომკვლელი ნაძირალა დაკავებულია.


ჩვენი რესპუბლიკა არ ცნობს სიკვდილით დასჯას. თორემ, ვისურვებდი საშინლად დასჯილიყო. ვერაფერი აღწერს სასჯელის ზომას, რასაც ამ საძაგელ არაკაცს ვუსურვებ. მაგრამ, პატივს ვცემ კონსტიტუციას.


დიდი ალბათობით, ამ ცოცხალ ლეშს სამუდამო მიესჯება. მაგრამ, ასევე დასასჯელია ყველა, ვინც წვლილი  შეიტანა წინა დანაშაულის შემდეგ მის ადექვატურად არ დასჯასა თუ ნაადრევად გათავისუფლებაში, რადგან იგი პოლიციელი იყო.


მორალური თვალსაზრისით, ყველა მათგანი თანამონაწილეა 25 წლის ადამიანის სასტიკ მკვლელობაში. თითოეულ მათგანს აწევს პასუხისმგებლობა ორი მცირეწლოვანის  თავს დატრიალებულ ენითაღუწერელ ტრაგედიაზე, რომელიც მთელი ცხოვრება ტვირთად აწვება საბრალო ბავშვებს. ისინი უნდა გამოვლინდნენ და სამაგალითოდ დაისაჯონ.


ქალებზე მოძალადე კაცებო —  გადაშენდით!

კომენტარები: