"საქართველოო ლამაზო... სხვა საქართველო სად არის..." - აფროამერიკელემბმა ბელიაშვილის ქუჩაზე მატჩის შემდეგ საქართველოს უმღერეს (ვიდეო)

15 Apr 2018 00:07

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა. მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის და საკრებულოს წევრებმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღეს. თამაში ფრედ დასრულდა. შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა. მატჩის შემდეგ, თამაშის მონაწილეები არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ერთად იმღერეს კიდეც.



კომენტარები: