ლაშა ონიანი არის რეჟისორი და გახლავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარდან;
მაღიზიანებს - როდესაც ადამიანი რაც არ იცის იმას აკეთებს;
ვგრძნობ - რომ ვერ გააკეთებს;
მეშინია - სხვაც არ დააზიანოს;
ვიცი - რომ უამრავ რამეს ვისწავლი;
არ ვიცი - როდის ...?
შემიძლია - თანადგომა კეთილ საქმეში;
არ შემიძლია - რაც არ შემიძლია;
ვმეგობრობ - მათთან, ვისაც ჩემი ესმის;
ვაპატიებ - აუცილებლად ყველას, მაგრამ ყველაფერს არა;
ვტირი - არა;
ვიცინი - უაზროდ არასდროს;
ვეძებ - არასდროს;
ღირსი ვარ - რასაც ვიმსახურებ;
ვემალები - სიავეს და ურწმუნოებს;
ვემტერები - მტრებს;
მაინტერესებს - ყველაფერი, რაც ვერ ვისწავლე;
არ მაინტერესებს - ყველას აზრი;
მახსოვს - ყველაფერი, რამაც დღემდე მომიყვანა;
მრცხვენია - დაპირებულის ვერ შესრულების
უარვყოფ - ცოვრებაში თამაშს;
ვავადმყოფობ - თუ გავჩერდი;
ვმალავ -შინაგან განცდებს;
ვინახავ - უამრავ საიდუმლოს;
მწამს -მომავლის;
მიკვირს - თითქმის რაც ყველას;
მიხარია - ადამიანების წარმატებები;
ვჭორაობ - საკუთარ თავთან;
ვდარდობ - გლობალურ პრობლემებზე;
ვამაყობ - წარმატებული ქართველებით;
ვაკეთებ - ჩემ საქმეს, რაც ვიცი;
ვეფერები - ვისგანაც სითბო მოდის;
მსიამოვნებს - ბედნიერი ადამიანების სიმრავლე;
მესიზმრება - რაზეც განსაკუთრებით ჩავფიქრებულვარ;
ვეხმარები - რაც შემიძლია;
ვეწევი - თუ გამისწორდება;
მწყინს - დაუმსახურებელი საქციელი;
ვხარჯავ - რაც მაქვს და ყოველთვის;
ვღალატობ - საკუთარ თავს;
ვკამათობ - ოღონდ ბევრს არა;
ვუხეშობ - შეუმჩნევლად;
ვუსმენ - მუსიკას და კეთილ რჩევას;
ვყოყმანობ -რაღაცის ყიდვისას;
ვკითხულობ - საინფორმაციო სიახლეებს;
ვამზადებ -საკუთარ თავს სიძნელეების გადასალახად;
ვუყურებ - და ვაკვირდები ყველაფერს;
ვკლავ - გამოუდეგარ დროს;
ვაფუჭებ -შემთხვევით;
ვცხოვრობ- ევროპაში;
ვცემ - დიდ პატივს შემქმნელებს;
ვყვირი - იშიათად;
ვმღერი - შემიძლია და მაგიტომ;
ვასრულებ - პირნათლად აღებულ დავალებას;
დავდივარ - უსასრულოდ დღე და ღამე;
ვმკურნალობ - ვისაც ჭირდება;
ვერიდები - უზნეობას;
ვთამაშობ - მხოლოდ სცენაზე;
ვიტყუები - უბოროტოდ;
ვეთაყვანები - ამაგგაწეულ ადამიანებს;
ვგიჟდები – ბავშვებზე;
მიყვარს - რაც მახარებს;
ვოცნებობ - რომ არ მქონდეს საოცნებო;
ვფიქრობ - ხვალინდელ დღეზე;
მძულს - უნდობლობა;
ვნანობ - უამრავ რამეს და არ ითქმება;
კმაყოფილი ვარ - რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ;
მენატრება - ყველა ის ვისაც წვლილი მი- უძღვის რომ ვარ;
მსურს- ირგვლივ ბედნიერ საახეებს ვხედავდე ყველგან;
ვაგროვებ - შესაძლებლობებს;
ვიხდი - უამრავ გადასახადს;
ვეჭვიანობ - ხშირად და სამართლიანად;
„ვკაიფობ“ - მოკაიფეებზე ;
ვიზიდავ - ინვესტორებს საქმისთვის;
ვალამაზებ - შეძლებისდაგვარად სამყაროს.
გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები