თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

13 Apr 2018 22:09

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისი-სტამბოლი რეისის მგზავრი იყო. გარდაცვლილი 1989 წელს დაბადებული მამაკაცია. ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.


როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

კომენტარები: