"ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაარტყა ათიანში!"

12 Apr 2018 18:36

ვფიქრობ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაარტყა ათიანში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ბეგაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ წარმატებით განხორციელებას ისტორიული შედეგები მოჰყვება.


“საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინიცირებული რეფორმა წყალივით სჭირდებათ დღეს ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიოში უამრავი მაგალითი გვაქვს პატარა სტარტაპები როგორ იქცნენ უზარმაზარ, მსოფლიოში ცნობილ კომპანიებად. ერთმა განსაკუთრებულად წარმატებულმა სტარტაპმაც კი შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს, ამის მაგალითებიც ბევრია სხვა ქვეყნებში. ჩვენ ქვეყანაში უამრავი ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ვისაც ამ მიმართულებით მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებათ. მათთვის დღეს სასტარტო კაპიტალის ხელმისაწვდომობის პრობლემაა, რადგან ეს რეფორმა ამ შესაძლებლობას გააჩენს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რეფორმად მივიჩნევ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ“, - განაცხადა ბეგაძემ.


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს.




კომენტარები:

ფართი შოპი