კვირიკაშვილი: ხელისუფლების სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება არ არსებობს!

პოლიტიკა 12 Apr 2018 18:24

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერმა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმრავლესობაში არც მისი და არც ნებისმიერი სხვისი დაჯგუფება არ არსებობს. 


"იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები, ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული. იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს გარეთ, მაგრამ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. ეს მინდა ვუთხრა მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას - ნუ გააკეთებენ ამას იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი. ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების და ამ სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.


კომენტარები:

ფართი შოპი