ფიქრია ჩიხრაძე: მე რომ პოლიტიკოსი არ ვიყო, ყელში ვწვდებოდი ასეთ ადამიანს, იმდენად ვმწარდები...

05 Apr 2018 01:26

ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი:


_ალბათ ქრონიკულ ოპოზიციონერადაც ჩამოვყალიბდი ამ ხნის განმავლობაში. ერთადერთი, რაც გულს მაკლია და სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის, არის ის, რომ ის იდეალები, რისთვისაც მთელი ჩემი თაობა ვიბრძოდით, გავიდა ამდენი წელი და  ხელშესახები შედეგი ამ თვალსაზრისით ვერ დავინახე. ამ საკითხზე ბევრი კითხვის ნიშანი ისმება - აბა რა უნდა მოგვიტანოს NATO-მ, ევროკავშირმა... ეს ჩემთვის არის შოკისმომგვრელი, იმიტომ, რომ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი  თაობა იყო. სად გაქრა ეს იდეალები, ჩემთვის გამოცანაა. როცა რომელიმე პოლიტიკოსი მომიბრუნდება, ისეთი, რომელიც პოლიტიკაში აღმოჩნდა შედარებით გვიან და უცებ მეტყვის, იცით რა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ არაფერი არ მოიტანა,  დასავლეთისკენ სვლამ და ამიტომ რუსეთისკენ უნდა წავიდეთო, - მე რომ პოლიტიკოსი არ ვიყო, ასეთ ადამიანს ყელში ვწვდებოდი, იმდენად ვმწარდები ამ დამოკიდებულებით, მაგრამ პოლიტიკოსი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება, რაც ძალიან რთულია 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი