რამდენად სასარგებლოა მცენარეული ზეთები?სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

სხვადასხვა 07 Apr 2021 21:08

მცენარეული ზეთები, ძალიან გავრცელებული ცხიმია, თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაში.

image


ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი მზესუმზირის ზეთია

არარაფინირებული ზეთის შეწვის პროცესში გამოყენება არ შეიძლება, შეწვის დროს გამოიყოფა ნივთიერებები ბენზპირელი და აკროლეინი, რომელიც ავთვისებიანი დაავდების რისკებს წარმოქმნის. ეს ნივთერები წვის პროცესში 105 გრადუსზე წარმოიქმნება, ხოლო რაფინირებულში 215 გრადუსზე ვლინდება.

ამიტომ შესაწვავად აუცილებლად გამოიყენეთ რაფინირებული ზეთი, რაფინირებული ზეთი ღია ფერისაა, მიაქციეთ ეტიკეტს ყურადღება რაფინირებულ ზეთს აუცილებლად აქვს წარწერა, რომ ის რაფინირებულია.

რაფინირებულ ზეთს სხვა უპირატესობაც აქვს ხშირ შემთხვევაში ის დეზოდორირებულია, ეს ნიშნავს იმას რომ არ აქვს ზეთისთვის დამახასიათებელი არც გემო და არც სუნი.ამიტომ ასეთი ზეთით დამზადებული სურსათს არ აქვს მკვეთრი ზეთის გემო და სუნი.

არარაფინირებული ზეთები უმჯობესია ცივი კერძებისთვის გამოიყენოთ, ხოლო შესაწვავად კი რაფინირებული.

თუ ყიდულობთ მზესუმზირის ზეთს, ყურადღება მიაქციეთ რომ ეწეროს რაფინირებული და დეზოდორირებული.ასეთი ზეთი ნაკლებ სახიფათოა, პროდუქტების შესაწვავად.
#სურსათისუვნებლობა


intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი