"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ" - რა სიახლის შესახებ საუბრობს ეკატერინე ტიკარაძე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­იქ­მნე­ბა ვებ-პორ­ტა­ლი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სურ­ვი­ლის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად წი­ნას­წარ და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, რაც, მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მო­ქა­ლა­ქე­ებს ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ აირ­ჩი­ონ ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

"შე­იქ­მნე­ბა ვებ-პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გევ­რდზე, სა­დაც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ წი­ნას­წარ და­რე­გის­ტრირ­დნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სურ­ვი­ლის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად და ასე­ვე მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ აირ­ჩი­ონ ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

ეს კვლე­ვა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მი­ვი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვეტiლება და იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რათა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა შემ­დე­გი ვაქ­ცი­ნე­ბი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი