" დაიწყეთ ჯალათების დასჯა, თორემ თქვენც ქვეყნის ომში ჩამთრევის სახელით შეხვალთ ისტორიაში!"

04 Apr 2018 01:42

ლალი მოროშკინა:


_მივმართავ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ მინისტრს! დაიწყეთ ჯალათების დასჯა და ყურად იღეთ გაეროს და იან კელის მოწოდება ცხინვალთან, სოხუმთან და რათქმაუნდა, მოსკოვთან პირდაპირ დიალოგზე! ისაუბრეთ იარაღის არგამოყენებაზე ოსების და აფხაზების წინააღმდეგ, გამოდით სამშვიდობო ინიციატივით, და მაშინ ჩვენ ავიცილებთ მორიგ გენოწმენდას და სისხლისღვრას. იცოდეთ! ომის წამხალისებლები კვლავაც წითელ ხიდთან მიასწრებენ, ოჯახები კი ჩემი ინფორმაციით, უკვე ევროპაში ჰყავთ გაშვებული, ხოლო თქვენ იმ შორეული ევროპიდან, სამშვიდობოს გასულები სამშობლოს კიდევ მინიმუმ 20-%ის დაკარგვას დაგაბრალებენ, წინა ომზე თავს “გაიპრავებენ” და სასწრაფოდ დანიშნულ ახალ არჩევნებზე, სისხლიდან დაცლილ საქართველოს უმრავლესობად მოევლინებიან… აი, მერე კი უკვე ის ეპისტოლე ამუშავდება, სადაც მეც და თქვენც დასახვრეტთა სიაში ვართ.


მე რა? იმ იმ სიმღერის არ იყოს… “მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, დღემდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს…” ასეთია გენგეგმა. სამწუხაროდ, ჯერ არასოდეს “გამიმაზია” პროგნოზი. და კიდევ, ხალხია ცოდო… 10 მილიონ ტურისტს რომ ელოდება და ყველაფერი იპოთეკაში ჩადეს, რომ პატარა სასტუმროები და კაფეები გაეხსნათ… ან ხმლით, ან ხმალზე! დასაჯეთ მტრები და გაანთავისუფლეთ საქართველო, თუ არადა თქვენც მიხეილ წარუმატებელის არ იყოს, ქვეყნის ომში ჩამთრევის სახელით შეხვალთ ისტორიაში. არადა, ისტორიული შანსი გაქვთ, აღადგინოთ აფხაზთა, რანთა, კახთა ერთობა, აღდგომა და ხვალეო.

კომენტარები:

ფართი შოპი