"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - მაკო კვიტაიშვილი გათხოვდა და ბავშვს ელოდება

ცნო­ბი­ლი ტელ­წამ­ყვა­ნის ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი­სა და თორ­ნი­კე გა­გუ­ას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სამი წლის წინ და­ი­წყო. ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თორ­ნი­კემ მა­კოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ხელი სთხო­ვა და უკვე შვილ­საც ელო­დე­ბი­ან. რო­გო­რია მა­კოს ახა­ლი - ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და რო­გორ ემ­ზა­დე­ბა დე­დო­ბის­თვის? - ის AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

- მე და თორ­ნი­კემ ერ­თმა­ნე­თი ხუთი წლის წინ, სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან გა­ვი­ცა­ნით. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო, სამი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, წე­სით, უკვე უნდა გა­ირ­კვეს და სა­ბო­ლოო სახე მი­ი­ღოს. ძა­ლი­ან გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად უაზ­რო­ბის­კენ მი­დის... მოკ­ლედ, თორ­ნი­კემ გა­და­წყვი­ტა, რომ რა­ღაც შე­ეც­ვა­ლა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ე­ხა­და.

- ხელი რო­გორ გთხო­ვა?

- ხელი თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მთხო­ვა, ვხვდე­ბო­დი, რომ ამას აპი­რებ­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ თავს ვი­ტყუ­ებ­დი, ვი­თომ ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დი, თუმ­ცა ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ვი­ცო­დი, რომ ბე­ჭედს მო­მი­ტან­და. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო. ერთი წა­მით არ და­მიშ­ვია, რომ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უნდა დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ ზუს­ტად ვი­ცო­დი, ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვის­თან ერ­თა­დაც მთელ ცხოვ­რე­ბას გა­ვა­ტა­რებ. თორ­ნი­კეს­თან თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ვფიქ­რობ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი ის არის, რომ წყვი­ლი ერ­თად კომ­ფორ­ტუ­ლად და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად გრძნობ­დეს თავს. ჩვენ ამას მი­ვაღ­წი­ეთ და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღეთ. ხე­ლის თხოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, უკვე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ამა­ში მა­ნამ­დეც არა­ფე­რი გვიშ­ლი­და ხელს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ისე მოხ­და, რომ ერ­თად გა­დას­ვლა იმ დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ. პან­დე­მი­ის გამო ქორ­წი­ლი ჯერ არ გვქო­ნია, არც ვჩ­ქა­რობთ, ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია და კა­ნო­ნი და­ვიც­ვათ.

- ეკა რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს?

- ეკა­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს დი­დად არ გა­უკ­ვირ­დათ. უმე­ტე­სო­ბა იც­ნობ­და თორ­ნი­კეს და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც იცოდ­ნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მი­მაჩ­ნია, რომ იმ ასაკ­ში ვართ, რო­დე­საც ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­დაგ­ვედ­გა.

- ყო­ველ­თვის ამ­ბობ­დი, რომ ეკა­სა და ბუ­კას სიყ­ვა­რუ­ლი შენ­თვის სა­ნი­მუ­შოა. რა მოგ­წონს, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, სხვა­ნა­ი­რად უბრწყი­ნავთ თვა­ლე­ბი... მეც ზუს­ტად ეკა­სა და ბუ­კას მსგავს სიყ­ვა­რულს ვე­ძებ­დი. რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გრძნო­ბაა, ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად უყ­ვარს. ვფიქ­რობ, რო­გორც დე­და­ჩემ­მა და ბუ­კამ იპო­ვეს ერ­თმა­ნე­თი, მეც ისე მი­ვა­გე­ნი ჩემს სიყ­ვა­რულს, მე და თორ­ნი­კეც ისე­ვე ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. არ ვფიქ­რობ, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს უნდა ჰგავ­დეს.

ჩემ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. მე და თორ­ნი­კე ზუს­ტად მათ შო­რის ვართ, სა­ერ­თოდ არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს - არც თვი­სე­ბე­ბით, არც აზ­რე­ბით, არც მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს ერ­თნა­ი­რი. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი გვაქვს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი დის­კომ­ფორ­ტს კი არ იწ­ვევს, პი­რი­ქით, ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს.


- ზოგი წყვი­ლის­თვის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი რთუ­ლია, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის?

- ბევ­რის­გან გა­მი­გია - ოჯა­ხი ხრა­მი­აო, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბი, ხრა­მი რა­ტომ არის. ალ­ბათ, იმა­ზე კარ­გად ვართ, ვიდ­რე ვი­ყა­ვით, რად­გან ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ძა­ლი­ან გვინ­დო­და ერ­თად ყოფ­ნა. ამის­თვის ორი­ვე ვი­ყა­ვით მზად.

- რამ­დე­ნად მო­ირ­გე ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის როლი?

- ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბაც და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აკა­დე­მი­აც და­ვამ­თავ­რე. მიყ­ვარს სახ­ლში ფუს­ფუ­სი და დი­ა­სახ­ლი­სო­ბა. სი­სუფ­თა­ვეს, წეს­რიგს, ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თორ­ნი­კეც ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს და სულ მა­გას ვე­უბ­ნე­ბი: გა­გი­მარ­თლა-მეთ­ქი... თორ­ნი­კე უამ­რავ კერძს არ მი­ირ­თმევ­და, ბევ­რი რამ გა­სინ­ჯუ­ლიც არ ჰქონ­და, რად­გან ეგო­ნა, რომ არ უყ­ვარ­და. ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც არ უნდა შევ­თა­ვა­ზო, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს, არა იმი­ტომ, რომ ვუყ­ვარ­ვარ, უბ­რა­ლოდ, მარ­თლა გემ­რი­ელ საჭ­მე­ლებს ვა­კე­თებ.


- სი­ურპრი­ზე­ბით რამ­დე­ნად ანე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს?

- ორი­ვეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი და ვცდი­ლობთ, სულ გა­ვა­ხა­როთ ერ­თმა­ნე­თი. თორ­ნი­კე ყო­ველ­დღე ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღა­ცით მა­ხა­რებს. ერთი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი და სულ მაქვს ჩან­თა­ში. ახა­ლი წელი იყო და თორ­ნი­კემ ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა - საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მო, ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დო­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­ხარ­და, როცა თორ­ნი­კემ სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბის ერთი დიდი შეკ­ვრა მო­მა­წო­და, ამ­ხე­ლა ემო­ცია არა­ფერ­ზე გა­მო­მი­ხა­ტავს და მი­თხრა, ისე ძა­ლი­ან გა­გი­ხარ­და, ყო­ველ­დღე მო­გი­ტა­ნო...


- ამა­სო­ბა­ში ბავ­შვსაც ელო­დე­ბით, რა შეც­ვა­ლა ამან შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- კი, ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბით. სქესს ჯერ სა­ი­დუმ­ლოდ ვტო­ვებ. უკვე მე­ექ­ვსე თვე­ში ვარ და ვფიქ­რობ, რომ ქა­ლის­თვის ეს არის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩემ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა დი­დად, გარ­და ვი­ზუ­ა­ლი­სა, ესეც დი­დად არ მა­დარ­დებს, რად­გან ვიცი, რომ ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ. ხან­და­ხან არის მო­მენ­ტი, როცა რა­ღაც ტან­საც­მელ­ში ვერ ვე­ტე­ვი და გან­ვიც­დი, მაგ­რამ პა­ტა­რა არ­სე­ბა მყავს მუ­ცელ­ში, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მიყ­ვარ­დეს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს.

- ეკა რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ბე­ბი­ო­ბის­თვის?

- ეკა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. იმ­დე­ნად უხა­რი­ათ ეკას და ბუ­კას, რომ თა­ვი­ანთ ოთახ­ში ბავ­შვის სა­წო­ლის­თვის ად­გილ­საც კი ეძე­ბენ. ეკამ ერთხელ მი­თხრა, - არ და­მა­ვი­წყდეს, რომ ბე­ბია ვარ და დედა არ ვხდე­ბიო.





კომენტარები:

ფართი შოპი