გუგული მაღრაძე-თამარ ჩერგოლეიშვილს: როგორ არ გიცნობთ, "კარფურში" შევხვდეით ერთმანეთს" (ვიდეო)

02 Apr 2018 23:50

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ "ტაბულას" დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს "ტვ პირველის" ეთერში, რომელმაც მას დეპუტატების ქცევის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. 


"ქალბატონ გუგულის ალბათ არ ენდომება ჩემთან საუბარი, მაგრამ მინდა, რომ კითხვა დაუსვა", - თქვა ჩერგოლეიშვილმა მაღრაძის მისამართით, როდესაც ის გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. 


"რომელი ხართ? ვერ გხედავთ" - იკითხა დეპუტატმა, რაზეც ჩერგოლეიშვილმა უპასუხა:


"თამარი ვარ ჩერგოლეიშვილი, არ ვიცი მიცნობთ თუ არა", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა, რაზეც გუგული მაღრაძემ ასეთი პასუხი გასცა: "როგორ არ გიცნობთ, "კარფურში" შევხვდეით ერთმანეთს", რაზეც ჩერგოლეიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: 


"კი ბატონო. ზეთი არ გიყიდიათ, გაცილებით მეტი იყიდეთ, გიყურებდით კალათაზე". 


მაღრაძის პასუხი კი ასეთი იყო: "ყველაფერს ისე ვყიდულობ, როგორც მოქალაქეები და თქვენც ბევრი რამე იყიდეთ", - უპასუხა გუგული მაღრაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი