სკანდალი: «ნაცმოძრაობის» ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი მედროშე იყო არჩილ თალაკვაძე... ლეკვივით დასდევდა მიშას, ვერ აშორებდნენ...

02 Apr 2018 16:29

ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს დეპუტატი:


_არჩილ თალაკვაძეც, რომელიც «ნაცმოძრაობას» ისეგულმოდგინედ ლანძღავს, თითქოს ამ პარტიას, მის ლიდერებს მისთვისრაიმე დაეშავებინოთ, ვითომ ამ პარტიასთან ბრძოლას წლები შეალია. თალაკვაძე 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოჰყვა «ქართულ ოცნებას», «ნაცმოძრაობის» დანაშაულებზესაუბრობს, 9 წელი აკერია პირზე და ეს 9 წელი თავად სად იყო, ეს მისთვის არავის უკითხავს. «ნაცმოძრაობის» ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი მედროშე იყო არჩილ თალაკვაძე. სამედიცინო უნივერსიტეტში იყოსტუდკავშირის თვითმმართველობის ხელმძღვანელი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ მაშინ ამ პოსტზეხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ადამიანები ინიშნებოდნენ, სტუდკავშირების თვითმმართველობების ხელმძღვანელები, ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ დაინიშნებოდნენ სხვა სტუდენტთა გასაკონტროლებლად. ამასთანავე, მათ ევალებოდათ «ნაცმოძრაობის» აქციებსა დასხვადასხვა ღონისძიებებზე სტუდენტების მობილიზება და წაყვანა. ამ პროცესებს მართავდა სპორტისა დაახალგაზრდობის სამინისტრო. კი, ეს, რაც ხდებოდა, ცუდი იყო, მაგრამ ვერ გავიგე, მარტო თალაკვაძისთვის იყოკარგი? სხვა აფუჭებდა და თალაკვაძე აკეთებდა?


 «ნაცმოძრაობის» დროს ახალგაზრდული ბანაკები რომ ეწყობოდა, ხომ გახსოვს? არჩილ თალაკვაძე ამ ბანაკებს ხელმძღვანელობდა, ხან სად და ხან სად. მიშა სააკაშვილი რომ ჩავიდაყვავილნარის ბანაკში, თალაკვაძე უკან ლეკვივით დასდევდა მიშას, ვერ აშორებდნენ, სადაც დაინახავდა, ჩაეხუტებოდა და ბოლოს ძლივს მოაცილეს. ყვავილნარის ბანაკში მიშას ჩემხელა მადლობებს უხდიდა საჯაროდ, იქვე გამართულ სახელდახელო ღონისძიებაზე, მიკროფონში გაჰყვიროდა, მიშა მაგარიაო... მაგისგან განსხვავებით, ცოცხალი მიშა სააკაშვილი არ მინახავს, არც ვანო მერაბიშვილი და არც ზურაბ ადეიშვილი. კაცო, ვიღაც ერთხელთუ გავლით არის ნამყოფი «ნაცმოძრაობის» ოფისში, მისთვის ეს დიდი კომპრომატია, თალაკვაძე იყო გაქანებული«ნაცი» და ამაზე თურმე ხმაც არ უნდა ამოიღო? თუ იტყვი რამეს, დაგესევიან ეს «ქოცები», შენ «ნაციონალი» ხარდა მაგაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ გაქვსო. მე რომ «ნაციონალი» ვარ, არ ვმალავ და ეს მთელმა ქვეყანამიცის და თალაკვაძე ამას მალავს და თან, რაც «ქართულ ოცნებაში» შეძვრა, გამზრდელი პარტიის «ნაცმოძრაობის» ლანძღვა-გინებაშია და აი, ზუსტად ეს არის ამორალური. იყავი პარტიაში? აღიარე. თუ მიგაჩნია, რომ არ უნდაყოფილიყავი და შეცდომა იყო, ესეც აღიარე, გაემიჯნე მერე და დაიწყე ახალი პოლიტიკური ცხოვრება. რას ლანძღავ, შე დალოცვილო იმ პარტიას, წლები რომ ძუძუ გაწოვა? არავინ და არაფერი იყავი და პოლიტიკური ძალაუფლებამოგცა და უნივერსიტეტში გამოგარჩია? მერე ამ ახალგაზრდულ ბანაკებში «გრიალებდი» და თან ხელფასს იღებდი? 


მარტო ეგ არ იყო. არჩილ თალაკვაძის ბიძას, ამ ახალგაზრდული ბანაკების საკვები პროდუქტებით მომარაგებისუამრავი ტენდერი აქვს მოგებული, 100 ათასობით ლარი აქვს ბიუჯეტიდან ათვისებული, არანაკლებ მილიონისა. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ტენდერი არ აუგია. ამ ტენდერებს სწორედ არჩილ თალაკვაძის წყალობით, გავლენითიგებდა ბიძამისი, რადგან მას «ნაცმოძრაობის» არა მარტო ახალგაზრდული ფრთის, პარტიის სხვა ლიდერებთანაცჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილისერთ-ერთი ფავორიტი იყო, რადგან მის ყველა დავალებას უსიტყვოდ და გადაჭარბებით ასრულებდა. ეტყოდავარძელაშვილი, მიშას აქვს წინასაარჩევნო შეხვედრა და სამედიცინო ინსტიტუტის 100 სტუდენტი უნდა მოიყვანოამა და ამ ადგილასო? არჩილ თალაკვაძეს 200 მიჰყავდა, წინა რიგში თვითონ იდგა, «ნაცმოძრაობის» ყველაზედიდი დროშაც თვითონ ეჭირა და გაბადრული სახით აფრიალებდა. მაგ დროშის ტარი ვერ წაართვეს 2012 წლამდედა მერე, «ნაცმოძრაობას» წყალი რომ შეუდგა, ეს დროშა მოისროლა და «ქართული ოცნების» დროშის ტარსმოეჭიდა და დღესაც ეგ აქვს მაგრად ჩაბღუჯული. როდესაც «ქართულ ოცნებას» წყალი შეუდგება, მერე ამ დროშასგადააგდებს და სხვა რამეს მოეჭიდება, ალბათ, სხვა პარტიის  დროშის ტარს. ისევე უღალატებს «ქართულ ოცნებას», როგორც «ნაცმოძრაობას» უღალატა. ერთი ჩვეულებრივი მედროვე, ყვარყვარე თუთაბერის მსგავსი კაცია და მეტიარაფერი. 


მე «ნაცმოძრაობა» როცა დაიქცა და წაიქცა, მაშინ დავიწყე აქტიურობა და მოგვიანებით ამ პარტიაში, შევედი არა თალაკვაძის მსგავსად, რაღაც სიკეთეების მოსაპოვებლად, ფულის საშოვნელად, არამედ გარკვეულიღირებულებებისა და ფასეულობების გამო. კი, ბევრი შეცდომა ჰქონდა «ნაცმოძრაობას» და ამას მეც ვაღიარებ, მაგრამ ეს არჩევანი გავაკეთე. არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, ჩემი წარსულიდან ერთ დღეს არ ვმალავ დაყველაფერზე, რაც გამიკეთებია, მზად ვარ, პასუხი ვაგო.


წყარო: გაზეთი "ალია"

კომენტარები: