მაია ცქიტიშვილს, პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი აქვს - რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი

30 Mar 2018 12:08

ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრზე მეტი შემოსავალი მიიღო მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმაც, რომლის შემოსავალიც აღნიშნულ პოსტზე 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი იყო. 


ცნობისთვის, პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალმა წინაწელს 51 369,57 ლარი შეადგინა. 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი. 2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მთავრობის კანცელარიის უფროსი ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავ მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.


ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 12 000 დოლარი ჰქონდა. ასევე, მთავრობის კანცელარიის უფროსიქონებრივი დეკლარაციის შევსებისას შპს „თბილისის კომერციული ქონების“ 75%-იანი წილის მფლობელიც იყო. 


ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს შვილის სწავლის გადასახადის სახით, 5 400 დოლარი, ქონების გადასახადის სახით კი 3 299,19 ლარი შეადგინა.


მაია ცქიტიშვილს ჰყავს მეუღლე, შვილი და დედა. მეუღლე დავით ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ,,საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 8 996 დოლარი, საკრედიტოზე 9 999,63 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 24 000 დოლარი ჰქონდა. 


ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხატიაშვილი შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ 100%-იანი წილის მფლობელია; რომლის საქმიანობითაც მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 53 312,74 ლარი შეადგინა; ის ფლობს ასევე შპს „მიკროკლიმატის“ 75%-იან წილს; არის „სს ჯორჯიათრეიდის“ დირექტორი, რომლის საქმიანობითაც შემოსავლის სახით წინა წელს 53 922,52 ლარი; ხოლო შპს „თბილისის კომერციული ქონების“ დირექტორის პოსტზე 34 870,95 დოლარი მიიღო. 


დეკლარაციის შევსების მომენტში ხატიაშვილს „საქართველოს ბანკში“ ჰქონდა - 5 000 დოლარის ოდენობის ოვერდრაფტი, რომლის გასავალმაც წინა წელს 3 797,44 დოლარი შეადგინა; 210 000 დოლარის ოდენობის სესხი, გასავალმა 2016 წელს 21 102,15 დოლარი შეადგინა; ამავე ბანკში 121 500 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც ხატიაშვილის გასავალი წინა წელს 13 941,30 დოლარი იყო. 


მის სახელზეა ასევე 207 064 დოლარის სესხი, რომლის შედეგადაც შემოსავლის სახით 2016 წელს ხატიაშვილმა 23 859,58 დოლარი მიიღო; 36 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის შემოსავალიც 42 000 დოლარი იყო; 60 ათასი დოლარის სესხი, რომლის შედეგადაც მიღებულმა შემოსავალმა 52 687,54 ლარი შეადგინა. ხატიაშვილს ჰქონდა ასევე „საქართველოს ბანკში“ 1 220 დოლარის სამომხმარებლო სესხი; რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი 668,99 დოლარი იყო.


ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხატიაშვილმა 2016 წელს 85 825 ლარად შეიძინა წილი შპს "ქართულ კვერცხში“; ხოლო იმავე წელს საწარმოში საკუთარი წილი 36 000 დოლარად გაყიდა. მასვე „საქართველოს ბანკში“ 470 ათასი ლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 493 787 ლარი შეადგინა. მის სახელზეა ასევე 470 000 ლარის სესხი, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალიც 496 429,70 ლარი იყო. 


ცქიტიშვილის მეუღლის გასავალმა გასულ წელს მოგზაურობებზე 2 599 ლარი; 1 035 დოლარი და 680,10 ევრო შეადგინა.


BPN.GE

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი