ლევან ხაბეიშვილი - სოციალური სააგენტოს უფროსს: ყველაზე გაჭირვებული ხალხის დირექტორს, 94 ათას ლარიანი ავტომობილით სიარული არ „გიტყდება"?!

26 Jun 2017 22:33

"სოციალური სამსახურის უფროსის ავტომობილი არის 94 ათასი ლარის ღირებულების. ცოტა არ იყოს, უხერხულია - რატომ უნდ აიყოს სოციალური სააგენტოს უფროსის ავტომობილი 94 ათას ლარიანი და არა, 15 ან 20 ათას ლარიანი?!  ყველაზე გაჭირვებული ხალხის დირექტორი რომ ხარ, როგორ არ „გიტყდება“  ლამის 100 ათას ლარიანი ავტომობილით სიარული?!"- აღნიშნავს მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი. 


"ერთ ადამიანს, წლიდან-წლამდე აძლევენ დაახლოებით 500 ლარს. შესაბამისად გამოდის, რომ მარტო ამ ერთი ავტომობილის თანხით, შესაძლებელია დაახლოებით 180 ადამიანის უზრუნველოყოფა სოციალური დახმარებით, რაც საერთო სტატისტიკური მონაცემებით გახლავთ 70-75 ოჯახი, იმ ოჯახების, რომელთაგნაც ბევრს კბილის პასტის გამო უხსნიან სოციალურ დახმარებას,"-განმარტავს ხაბეიშვილი.



წყარო: გაზეთი "ალია" 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი