მომღერალი ანრი ჯოხაძე თავის სიყვარულის ისტორიას ყვება:
"15-16 წლის ვიყავი ძალიან შეუხედავი ბიჭი... არამოდური, არავის არ მოვწონდი. შემიყვარდა ერთი გოგო. ვერაფრით ვერ გამოვუტყდი ჩემი კომპლექსების გამო და დავწერე ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. ამაზეც მეუბნებოდნენ - ამ სისულელეს ვინ მოუსმენსო. ეგ კიდევ არაფერი... ამ ისტორიის დასასრული არის შემდეგში: ისეთი ბედი აღმომაჩნდა, ბოლოს, ამ გოგონას ქორწილში ვიმღერე..."