სამთავრობო ცვლილებები - ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა

30 Mar 2018 10:14

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა. 


შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 

კომენტარები: