"ესაა შოკი! რა დროს ქალები და ციყვებია?! აი, ახლა იკბინეთ იდაყვები, ვიწროდ-მორალისტებო!"

29 Mar 2018 20:43

„უცხოელმა 13 წლის თბილისელ ბიჭზე ლიფტში იძალადა!  ესაა შოკი! რა დროს ქალები და ციყვებია?! აი, ახლა იკბინეთ იდაყვები, ვიწროდ-მორალისტებო!" - წერს ჟურნალისტი ნანა გაგუა.


თბილისში არასრულწლოვანს თავს დაესხნენ. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.


შსს-ს ინფორმაციით, „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.


შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა, როდესაც მერვეკლასელი, 13 წლის მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.


მათივე ინფორმაციით, მოზარდს ლიფტში ერთ-ერთი მოქალაქე შეყვა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ლიფტიდან მოზარდის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ბავშვის სახეზე დაზიანებები შენიშნეს და სასწრაფოს გამოუძახეს.

კომენტარები: