შეცდომები, რომელსაც დიასახლისები პროდუქტის გაყინვის დროს უშვებენ

არქივიდან 18 Mar 2021 22:39

საყინულის მეშვეობით ბევრი პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებაა შესაძლებელი.


ეს ძალიან მოსახერხებელია, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, როდესაც დიასახლისებს მუდმივად დროის პრობლემა აქვთ, ამ შემთხვევაში კი მათ შეუძლიათ წინასწარ მოამზადონ ნახევრად გამზადებული საკვები და შეინახონ საყინულეში.


ამ შემთხვევაში მთავარია ეს სწორად გაკეთდეს, რათა ამ თუ იმ პროდუქტმა, გაყინულმა, არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.


მაინც, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშრად დიასახლისები პროდუქტის გაყინვის დროს.



1. ზედმეტად გადატვირთული საყინულე

ეს გახლავთ ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დიასახლისები უშვებენ საყინულესთან მიმართებაში. ასეთ შემთხვევაში ჰაერი სწორად ვერ ცირკულირებსდა მაცივარს პროდუქტის გასაყინად მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს.



2. პროდუქტის მარკირება საყინულეში მოთავსებამდე

მარკირება საყინულეში შესანახი პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ბევრად მარტივია საჭირო პროდუქტის მოძებნა. სასურველია თითოეულ პროდუქტს ჰქონდეს წარწერა, თუ როდის არის ის გაყინული.



3. დიდი პორციების გაყინვა


არ ღირს საყინულეში ერთი დიდი რაოდენობის ერთად მოთავსება, ასე მისი გამოყენებ საჭიროების დროს ნამდვილად არ არის მოხერხებული, პროდუქტი უნდა დაახარისხოთ ისე, რამდენიც საჭიროა ერთი მოხმარებისთვის.


4. პროდუქტის გასაყინად მომზადება

გასაყინი პროდუქტი საყინულეში მოთავსებამდე აუცილებლად უნდა გაცივდეს, თბილი პროდუქტის გაყინვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასე ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს.



5. სწორად შერჩეული ჭურჭელი


სანამ გასაყინ პროდუქტს კონტეინერში მოათავსებთ წინასწარ დარწმუნდით, რომ აღნიშნული ჭურჭელია ვარგისია საყინულისთვის. როგორც წესი, პლასტმასის კონტეინერები უფრი ხანმოკლე ვადით შესანახად გამოდგება, ხანგრძლივი დროით შესანახად კი უმჯობესია პოლიეთილენის პაკეტები გამოიყენოთ, რომელიც სპეციალურად არის დამზადებული საყინულეში პოროდუქტის შესანახად.


6. სწორი ორგანიზება

სანამ პროდუქტს შეინახავთ, გირჩევთ გაამზადოთ სპეციალური სია, რომელშიც მითითებული იქნება რაოდენობა და პერიოდულად გადახედოთ ხოლმე, რა გელევათ და რა გაქვთ საკმარისად.


7. ხელმეორედ გაყინვა


ამ შემთხვევაში მეცნიერების აზრი ორად იყოფა, ზოგი მიიჩნევს, რომ გამლღვალი პროდუქტის ხელახლა გაყინვა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მეორენი ამტკიცებენ, რომ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ კი გირჩევთ დაიზღვიოთ თავი და საყინულეში ულუფებად დაფასოებული პროდუქტი მოათავსოთ.


8. არასათანადო პროდუქტის შენახვა

არსებობს პროდუქტი, რომელთა გაყინვაც არ შეიძლება. აღნიშნული პროდუქტები გაყინვის დროს კარგავენ სასარგებლო თვისებებს და ასევე ვიზუალურ სახეს. მაგალითად კვერცხი, სალათის ფურცლები, მაღალი წყლის შემცველობის ხილი და ბოსტნეული.


შინ.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი