კვირიკაშვილი: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ... დამშვიდდით, დაწყნარდით...

29 Mar 2018 15:29

ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები. 


„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.


ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.


ipn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი