ლევან ხაბეიშვილი - ვატო შაქარაშვილზე: ახალგაზრდა ლაწირაკი, რომელსაც ქვა ქვაზე არ დაუდია ქვეყანაში.. კამსამოლა, კომუნისტი!

28 Mar 2018 01:16

ახალგაზრდა ლაწირაკი, რომელსაც არაფერი შეუქმნია და ქვა ქვაზე არ დაუდია ქვეყანაში, როგორ მიმართავდა ოპონენტებს, „ბოზი ქალები“ უწოდა ოპოზიციას, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს უმრავლესობის წევრ ვატო შაქარაშვილზე საუბრისას განაცხადა. 


„დღეს იქ ცირკის გარდა არაფერი გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“. რაღაცა საჯარო სასამართლოზე დაპატიჟეს ყველა ოპოზიციური პარტია. ახალგაზრდა ლაწირაკი, რომელსაც არაფერი შეუქმნია და ქვა ქვაზე ქვეყანაში არ დაუდია, როგორ მიმართავდა მის კოლეგებს და ოპონენტებს, „ბოზი ქალები“ უწოდა ოპოზიციას. ვგულისხმობ კამსამოლა, კომუნისტ ვატო შაქარაშვილს. კიდევ კარგი ის მაინც ურჩია პიარმა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა. სრულიად არაადეკვატური ადამიანი. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია „ბოზ ქალებად“ მოიხსენია, ცემით დაემუქრა გიორგი ვაშაძეს. ესაა ძველი ბიჭების კასტა და ასეთი ხალხია ხელისუფლებაში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 


შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი