ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო

ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისი თქმით, ვაქცინა ორ დოზიანია და ბარათში მიუთითებენ მეორედ როდის უნდა მივიდეს ადამიანი ასაცრელად.


„ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს. უკვე აღვნიშნე, ვაქცინა ორ დოზიანია და ბარათში მიუთითებენ მეორედ როდის უნდა მობრძანდეს ადამიანი ასაცრელად. რადგან პირველ ეტაპზე ჩემი კოლეგები, მედიცინის მუშაკები იცრებიან, კიდევ ერთხელ მივმართავ და ვთხოვ ყველას, რომ მაგალითი მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. რამდენად მობილიზებული იქნება სამედიცინო სფერო ამ მნიშვნელოვანი პროცესის ქვეყანაში განსახორციელებლად, რომელმაც უნდა დაამთავროს ჩვენთან ეპიდემია და მთელ მსოფლიოში პანდემია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  






კომენტარები:

ფართი შოპი