პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, ასე უნდა ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 12 Mar 2021 14:49

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის IRI-ის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.


მისივე თქმით, ამ შეფასებებს ერთადერთი, რაც არ ემთხვევა, რადიკალური ოპოზიციის პოზიციებია.


„წარმოგიდგენიათ, როგორ ვაკუუმში არიან? პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, გინდა თუ არა, სათამაშო მიყიდეო, ასე უნდათ რიგგარეშე არჩევნები და რა ვქნათ, იქნებ, ახლა მაინც გაიზარდონ. რაც შეეხება დარღვევებს, საარჩევნო რეფორმა მომზადდა, ახლაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან გამომდინარე ინიცირებულია ცვლილებები. საქართველოში იდეალური არჩევნები შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდეს. ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაზე დამოკიდებული, არამედ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ შორის შეგნებასა და სხვადასხვა გარემოებაზე. შეფასება გაკეთდა, რომ უკეთესი არჩევნები იყო, ვიდრე მანამდე. ყველა არგუმენტი გამოცლილი აქვს ოპოზიციას და რა ვქნათ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და როგორ მივუთითოთ, რომ ეს ყველაფერი მავნებლობაა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ბოლო შესაძლებლობაა, იქნებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან მაინც იყვნენ ადეკვატურები და საკუთარი ქვეყნის მოყვარულები", - განაცხადა ყაველაშვილმა.






კომენტარები:

ფართი შოპი