კახა კალაძე - როდესაც მოვა დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუ არ მივიღებ

პოლიტიკა 08 Mar 2021 19:42

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.


მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ტოვებს არასწორია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება.


„ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მიღებული, გეცნობებათ“ -, განაცხადა კალაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი