რას ნანობს ნინი შერმადინი

ყვითელი 08 Mar 2021 19:02


ნინი შერმადინი, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი დედის მისამართით, სინანულის შემცველ პოსტს აქვეყნებს. 

 

ნინი შერმადინი: "ალბათ, ყველას გიუხეშიათ დედასთან, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა თავის დამკვიდრებას ვცდილობდით ან ცდილობთ… მე ბევრჯერ მიუხეშია… “აუ, კაი რა, დეეე, მე ვიცი ჩემის საქმის, დამანებე თავი, ნუ მახსენებ, ისედაც მახსოვს, არ მინდა, არ მეცალა და ვერ გიპასუხე”… ეს ყველაფერი ჩემი სიტვებია… 



მართალია, ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს, მაგრამ ხდებოდა. დედაჩემი სინანულით შემომხედავდა და მეტყოდა, არ თქვა დედიკო მასე, თორემ მერე გული დაგწყდებაო… რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა ამჯერადაც…მოეფერეთ დედიკოებს, სანამ ცოცხალი გყავთ. დაუჯერეთ მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ ცდება. თურმე დედა ერთადერთია, ვინც არ ცდება. დღეს ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა გულზე მხვდება, ყველაფერი მახსენდება, როდის გავაბრაზე და რა ცუდი გოგო ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვეფერებოდი, სინანულის გრძნობას ვერ ვიშორებ. ამ სტატუსს იმიტომ ვწერ, რომ იგივე არ იგრძნოთ. მოეფერეთ დედებს, სანამ დრო გვაქვს. 


ღმერთმა ყველას 100 წელი გიმყოფოთ თქვენი დედიკოები. ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება. იქნებ ასე მომეშვას, მაგრამ არა მგონია… დე, მიყვარხარ და ძალიან მენატრებით… მამას არასდროს შევპასუხებივარ. ალბათ, მამას გოგო ვიყავი და მაგიტომ…"



gtradio.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი