უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი თბილისელი - ლევან ბერძენიშილის შთამბეჭდავი განმარტება

26 Jun 2017 16:05


"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი განმარტავს -  უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი თბილისელი.


"სტერეოტიპი, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს, არის არაკანონიერი და არაკონსტიტუციური,  ადამიანს აქვს უფლება, იყაროს კენჭი თბილისი მერობისთვის, განურჩევლად  იმისა, იქნება ის თუ არა დაბადებული თბილისში. თუ ვინე მეტყვის, რომ ილია ჭავჭავაძე ცუდი მერი იქნებოდა,  იმიტომ, რომ თბილისში არ იყო დაბადებული, ასეთ ხალხს არ ვუსმენ, იმიტომ, რომ ეს არასერიოზულია!  ვაკეში ან საბურთალოზე დაბადება არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ადამიანი რამე კუთხით განსაკუთრებულია.


იყო შემთხვევები, როცა პარიზის მერი არ იყო პარიზელი, ლონდონის მერიც  ბევრჯერ არ იყო ლონდონელი, ასევე ბერლინის და ნიუ-იურკის მერებიც. მით უმეტეს, როცა  თბილისის ნაწილად არ მიაჩნიათ თბილისის გარეუბნები. მახსოვს, ჭიაბერაშვილის მერობის დროს გაღიზიანდნენ, ძირძველი თბილისელი არ არისო.  


არ გვაწყენდა იმის გახსენება, რომ  მე-19 საუკუნეში თბილისში ქართველები რაოდენობით მე-3 ვიყავით, მე-20 საუკუნის დასაწყოსში ძლივს გადავედით მეორე პოზიციაზე და მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მივაღწიეთ იმას, რომ პირველები ვართ საკუთარ დედაქალაქში, ამის პარალელურად  მოგვიწევს იმის გახსენებაც, თუ ვინ იყვნენ თბილისის ქალაქისთავები.  


თუ იმაზეა საუბარი, რომ მის მეტყველებაში რბილი „ლ" გამოსჭვივის, ძირძველ თბილისელებსაც აქვთ რბილი „ლ", მაგრამ ის ლატერალურად სხვა ადგილასაა, მაგრამ რა მერე? კონსტანტინე გამსახურდია, იმის გამო, რომ თბილისში არ იყო დაბადებული,  ყველზე ბოლო კაცი იყო თბილისში, თუ მისი შვილი არ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მამამისი აბაშელი იყო?!  თუ გალაკტიონს არ  ეკუთვნოდა დიდი პოეტის სახელი, რადგან არ გაუმართლა და თბილისში არ დაიბადა?! თბილისში დაბადებული გენიოსი, მე მარტო ნიკოლოზ ბარათაშვილი ვიცი, მეტი არავინ!


თბილისში დაბადება, არ მიმაჩნია არანაირ უპირატესობად, შეიძლება თბილისში დაბადებულმა მოიგოს და კარგი მერი იყოს და შესაძლოა, ზუგდიდში დაბადებული გამოდგეს კარგი მერი. ვერ ვხედავ ამაში პრობლემას.


მე, ბათუში დაბადებულმა კაცმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს 1970 წლიდან,  როცა  განვიზრახე თბილისში, ვაკეში კენჭისყრა, რამე დავაშავე? ჩემმა ძმამ ბათუმში რომ იყარა კენჭი, ითქვა, ბათუმის უფროსობა უნდაო, თბილისში ვიყარეთ  კენჭი და  „მაგენი თბილისლები არ არიანო." უკაცრავად რა!  რა გვექნა  1921 წელს, როცა თბილისელი არავინ არ იყო ქართულ პოლიტიკაში. რა გგონიათ, ნოე ჟორდანია იყო თბილისელი, ნოე რამიშვლი თუ სტალინი?  ეს არის ძალიან პროვინციული აკვიატება საქართველოს დედაქალაქის მკვიდრთაგან.  კენჭისყრა იქნება. მოიგებს? იქნება მერი. არ მოიგებს და არ იქნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გიგი უგულავა რადგან თბილისელი იყო, ამის გამო იყო კარგი მერი, ძალიან ცდებიან!  თბილისს რომ ეკუთვნის, ისეთი მერი  ჯერ  არ ჰყოლია. "-აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: