2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

სხვადასხვა 04 Mar 2021 18:19


2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მიხ­ვდე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ფული ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის გვერ­დით ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის ელო­დე­ბა 2021 წელს ლა­მა­ზი რო­მა­ნის და­წყე­ბა, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ან და­ო­ჯა­ხე­ბა?... ხა­რის წელი გვპირ­დე­ბა ბედ­ნი­ერ, მშვიდ წელს. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ჰარ­მო­ნი­ა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

  • ვირ­თხა

სა­უ­კე­თე­სო წე­ლია სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის მო­სა­ძებ­ნად, ახალ­გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­მე­გობ­რებ­ლად. გახ­შირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. ახალ სიყ­ვა­რულს შე­იძ­ლე­ბა სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში ან ერთ-ერთი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით შეხ­ვდეთ. სხვა­თა შო­რის, რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბათ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც უკვე იც­ნობთ. თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად გან­ვი­თარ­დე­ბა მე­გობ­რო­ბით და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი. მარ­ტო­ხე­ლა ვირ­თხა სა­ბე­დოს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეს მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, სხვა ქა­ლაქ­ში ყოფ­ნი­სას.

  • ხარი

ცვლი­ლე­ბე­ბის წელი გე­ლო­დე­ბათ. რო­მან­ტი­კულ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდე­ბით. იყა­ვით გუ­ლახ­დი­ლი სა­კუ­თარ თავ­თან, რე­ა­ლუ­რად უნდა მიხ­ვდეთ, რა გსურთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან, პარტნი­ო­რის­გან. ეს წელი ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბის შანსს გაძ­ლევთ. ნუ ეძებთ თქვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს, ენ­დეთ ადა­მი­ანს, ვი­საც თქვენ­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს.

  • ვე­ფხვი

მთე­ლი წელი მონ­დო­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­გი­მარ­თლებთ. ისეთ ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ, ვის­თან ერ­თა­დაც და­წყვი­ლე­ბა მო­გინ­დე­ბათ. და­აკ­ვირ­დით გა­რე­მოც­ვას, შე­იძ­ლე­ბა თქვენს სა­ახ­ლობ­ლო­ში უკვე არის ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­სურ­ველ პარტნი­ო­რო­ბას გა­გი­წევთ.

  • კურ­დღე­ლი

მე­ტად უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. 2021 წელს ორი შან­სი გექ­ნე­ბათ, რომ გა­იც­ნოთ თქვე­ნი შე­სა­ფე­რი­სი პარტნო­რი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს. ნუ ააჩ­ქა­რებთ მოვ­ლე­ნებს, გირ­ჩევთ, კარ­გად გა­იც­ნოთ მო­მა­ვა­ლი პარტნი­ო­რი. კარ­გი წე­ლია პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბის­თვის.

  • დრა­კო­ნის­თვის

მარ­ტო­ხე­ლა დრა­კო­ნებს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის არა­ერ­თი შან­სი მო­გე­ცე­მათ. ნუ მო­ახ­დენთ პარტნი­ორ­ზე ზე­წო­ლას, მან შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამის გამო მი­გა­ტო­ვოთ. ამი­ტომ, იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში და მო­მე­ნატ­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბა­სა და შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბას ნუ მოს­თხოვთ. თუ ახალ­გაც­ნო­ბილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მო­გი­ვათ, მე­გობ­რე­ბად მა­ინც დარ­ჩე­ბით. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა 2021 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გე­ლო­დე­ბათ.

  • გვე­ლი

უამ­რავ ადა­მი­ანს სურს თქვენ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა (და­ო­ჯა­ხე­ბაც კი) და თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ ვის აირ­ჩევთ. თუ მო­ინ­დო­მებთ, 2021 წელს აუ­ცი­ლებ­ლად და­წყვილ­დე­ბით. ისე­თი ადა­მი­ა­ნი აირ­ჩი­ეთ, ვის­თან ერ­თა­დაც გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის შან­სი გაქვთ. გან­გე­ბა არ­ჩე­ვანს გი­ტო­ვებთ, თუ გინ­დათ და­ო­ჯახ­დე­ბით, თუ არა - არა.

  • ცხე­ნის­თვის

თუ ჯერ კი­დევ არ შეხ­ვედ­რილ­ხართ თქვენს ერ­თა­დერ­თს, მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ისი­ნი ენერ­გი­ა­სა და პო­ზი­ტივს შეგ­მა­ტე­ბენ. უამ­რა­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვა­ლი და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გე­ლით 2021 წელს, შე­გეც­ვლე­ბათ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გა­ი­ფარ­თო­ებთ თვალ­სა­წი­ერს. თქვე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბით ხში­რად მი­იქ­ცევთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. თუ მუდ­მივ პარტნი­ორ­თან გსურთ ურ­თი­ერ­თო­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბით აირ­ჩი­ეთ ადა­მი­ა­ნი.

  • თხა

იმ­დე­ნი საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ, რომ შე­იძ­ლე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად ვერც კი მო­ი­ცა­ლოთ. მო­გინ­დე­ბათ ახ­ლის შეს­წავ­ლა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იყა­ვით გახ­სნი­ლი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, გუ­ლის კარი გა­უ­ღეთ მათ, ვინც გი­კა­კუ­ნებთ. თუ სა­ერ­თო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი აღ­მო­გაჩ­ნდე­ბათ, ხელს ნუ ჰკრავთ. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებ­საც, რომ­ლე­ბიც მო­წყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მო­გე­ცე­მენ.

  • მა­ი­მუ­ნი

2021 წელი მარ­ტო­ხე­ლებს ბედ­ნი­ე­რე­ბას მო­გი­ტანთ. სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა გე­ლით, რო­მელ­თა­ნაც თუ მო­ინ­დო­მებთ, და­უ­ვი­წყა­რი რო­მა­ნის და­წყე­ბა გე­ლო­დე­ბათ. ზოგი კი მარ­ტოც ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნობს თავს. აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ სა­ზო­გა­დო ცხოვ­რე­ბა­ში, ხში­რად და­ეს­წა­რით წვე­უ­ლე­ბეს და ნურც გაც­ნო­ბა­ზე ეტყვით ვინ­მეს უარს.

  • მა­მა­ლი

თუ აქამ­დე მცი­რეხ­ნი­ა­ნი რო­მა­ნე­ბი გქონ­დათ, წელს მე­ტად უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე, ხან­გრძლივ კავ­შირ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, კარ­გად გა­იც­ნოთ თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი "მე", ემო­ცი­ე­ბი, გრძნო­ბე­ბი, გან­ცდე­ბი... და­უ­მე­გობ­რდით სა­კუ­თარ თავს, გა­არ­კვი­ოთ, რა გსურთ ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ნუ აჩ­ქარ­დე­ბით, ნუ გა­დად­გამთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი არც კი უნდა მი­ი­ტა­ნოთ გულ­თან ახ­ლოს, მერე რომ არ გეტ­კი­ნოთ. ხა­რის წელ­ში მეტი დრო და­უთ­მეთ სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

  • ძაღ­ლი

ხა­რის წელი პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­თაც იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი­თაც. მარ­ტო­ხე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სუ­ლი­ერ მე­გობ­რო­ბას ეძებს. შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შეც­ვლამ მო­გი­წოთ. სხვა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც გა­და­ხე­დოთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რია სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­საც­ნო­ბად. უმე­ტე­სო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს ყო­ფი­ლი. კარ­გად და­ფიქ­რდით, სა­ნამ ერთ მდი­ნა­რე­ში მე­ო­რედ გა­და­წყვეტთ შეს­ვლას.

  • ღორი

რაც უფრო კონ­კრე­ტუ­ლად და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად მი­უდ­გე­ბით სა­კითხს, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გა­საც­ნო­ბად ხან­და­ხან პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი თა­ვად უნდა გა­დად­გათ (ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტიც, სა­ახ­ლობ­ლოც). იყა­ვით მზად ფლირ­ტის­თვის, რო­მა­ნის­თვის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის, ნუ მო­აქ­ცევთ სა­კუ­თარ თავს ჩარ­ჩო­ებ­ში, დატ­კბით ცხოვ­რე­ბით. 


ამბები.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი