გიგა ბოკერია - მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

პოლიტიკა 04 Mar 2021 17:51

ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.


მან პლებისციტთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პლებისცისტის ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდება, მას ეს მხოლოდ გაახარებს.


„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა ახალი არჩევნები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრების ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას მოლაპარაკებებში შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს.


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე გააკეთოს ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება“,-განაცხადა ბოკერიამ.


მან ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე, პლებიცისტის ჩატარებას დათანხმდეს.

„მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სააკაშვილმა განაცხადა და ახლა მის ჯინაზე აუცილებლად უნდა დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს“,-განაცხადა ბოკერიამ.


ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.





კომენტარები:

ფართი შოპი