საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პოლიტიკა 04 Mar 2021 16:08

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს  სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

„როგორც მოგეხსენებათ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, იქნება ეს პოლიტიკური, თუ სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, პოლიციის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია, როგორც პარლამენტში მუშაობის კუთხით, ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მხრივ. ბატონ მიულმანს გავაცანი ჩვენი პოზიციები მისთვის საინტერესო საკითხებზე. ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, შევთანხმდით ერთობლივ მუშაობაზე გარკვეული საკითხების მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთი იქნება საპარლამენტო დიპლომატიის პრაქტიკის გაზიარება ავსტრიის და საქართველოს პარლამენტებს შორის.   საუბრისას ორივე მხარემ გამოვხატეთ მზაობა საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის კუთხითაც. ორ ქვეყანას შორის ინტენსიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში მოქმედებს ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, შესაბამისად შევთანხმდით აღნიშნული ფორმატის გააქტიურებაზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 




კომენტარები:

ფართი შოპი