ზაალ უდუმაშვილი - შარლ მიშელის მიერ 6 პუნქტი იმიტომ კი არ არის დატოვებული, რომ სამზე შევთანხმდეთ და 3 საერთოდ გამოვრიცხოთ, ყველაფერი უნდა გავიაროთ

პოლიტიკა 04 Mar 2021 14:33

ბუნებრივია, უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ამის ერთადერთი გამოსავალი არის მოლაპარაკებები და დიალოგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს " ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, უნდა გაიარონ ის ექვსივე პუნქტი, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტისას განისაზღვრა.


"ჩვენ, უკვე გვაქვს სამუშაო ვერსია, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ეს არის შარლ მიშელის მიერ დატოვებული ის 6 პუნქტი, რომელზეც დიალოგი უნდა გაიმართოს. ის 6 პუნქტი იმისთვის კი არ არის დატოვებული, რომ სამზე შევთანხმდეთ და სამი საერთოდ გამოვრიცხოთ, ყველაფერი უნდა იქნას გავლილი, აბსოლუტურად", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მისი თქმით, საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭრენ იმ შემთხვევაში, თუ შედგება საერთო შეთანხმება იმ მთლიან პაკეტზე, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს.


"ასე, რომ ცალკე საარჩევნო რეფორმას დავუჭიროთ მხარი და ამით გამოვრიცხოთ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს ასე არ მოხდება. მთლიანი პაკეტის შეთანხმების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.








კომენტარები:

ფართი შოპი