თბილისში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა დისტანციურზე გადავიდა - დგებუაძე

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლის პედაგოგებს ვირუსი წინასწარი ტესტირებისას გამოუვლინდათ, ამიტომაც სამინისტროს რეაგირება დროული აღმოჩნდა. 

"ამ პედაგოგებისთვის ვირუსის გამოვლენა სწორედ წინასწარი ტესტირების შედეგად მოხდა. იყო დროული  რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, მიიღო მათგან რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა", - თქვა დგებუაძემ.

აქვე გეტყვით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 91 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.



მთავარი.არხი 






კომენტარები:

ფართი შოპი