ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო: "ავტომობილებით, რომლებზეც ტენდერია გამოცხადებული, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, კოვიდკლინიკების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს"

"სააგენტო, რომლისთვისაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა ავტომობილების შესაძენად, COVID19-თან ბრძოლაში უაღრესად მოცულობით სამუშაოს ასრულებს, კერძოდ: ახორციელებს საკარანტინო სივრცეებში სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას, პროგრამულად უზრუნველყოფს კორონავირუსის დიაგნოსტირებასა და დადასტურებული შემთხვევების სტაციონარულ მკურნალობას."- აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალ "მხარეს" ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. 


"ახლადშექმნილ სააგენტოს  საქართველოში 10 ტერიტორიული ერთეული აქვს და  აღნიშნული ფონზე,  ქვეყნის მასშტაბით, მის  ბალანსზე, ჯამში,  3 გაფუჭებული და 5 მუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი ირიცხება.  იმისთვის, რომ ჯეს-ის მონიტორინგის დანაყოფის  40-ზე მეტმა წევრმა სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის, კოვიდ-კლინიკების ინსპექტირება მოახდინონ, აუცილებელია მათი  ავტომანქანებით გადაადგილება.  


გარდა აღნიშნულისა, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო COVID19-თან ბრძოლაში უაღრესად მოცულობით სამუშაოს ასრულებს, კერძოდ: ახორციელებს საკარანტინო სივრცეებში სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას, პროგრამულად უზრუნველყოფს კორონავირუსის დიაგნოსტირებასა და დადასტურებული შემთხვევების სტაციონარულ მკურნალობას.  


ამასთან, სააგენტო  ჯანმრთელობის დაცვის 16  პროგრამას ახორციელებს,  რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის  94 პროცენტზე მეტს მოიცავს - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს 3,5 მილიონზე მეტი პოტენციური ბენეფიციარი ჰყავს. აღნიშნული მოცულობისა და მასშტაბის პროგრამების მართვა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან მოითხოვს მუდმივ მზადყოფნას, გამოწვევებზე ოპერატიულ რეაგირებას და მობილობას. შესაბამისად, იმისთვის,  რომ  სააგენტოს თანამშრომლებმა  ფუნქცია-მოვალეობები სრულფასოვნად განახორციელონ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ავტომობილებით უზრუნველყოფა.  


მსოფლიო ბანკმა ჯეროვნად შეაფასა არსებული პრობლემები და საჭიროებები და გაითვალისწინა ჯეს-ის თხოვნა 12 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის თაობაზე." - აცხადებენ სააგენტოში. 


ცნობითვის: ტვ პირველმა სიუჟეტი მოამზადა სათაურით: "კოვიდთან საბრძოლველად აღებული სესხით მთავრობა სინამდვილესი მანქანებს ყიდულობს":





კომენტარები:

ფართი შოპი