გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას ყველა ასაკის ადამიანისთვის გეგმავს

გერმანია Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.


მისი თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საკმარისი მონაცემები უზრუნველყო იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. მანამდე გერმანიამ Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა, რის მიზეზადაც ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა დაასახელა. ამ ნაბიჯმა ვაქცინის ეფექტურობის მიმართ საზოგადოების სკეპტიციზმი გამოიწვია, რის გამოც Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის უამრავი დოზა გერმანიაში ჯერ კიდევ გამოუყენებელია.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა.





კომენტარები:

ფართი შოპი