5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

სხვადასხვა 03 Mar 2021 22:24

თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნოს აზი­ა­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფილ­ტვებს. მათი მო­ცუ­ლო­ბა და ელას­ტი­კუ­რო­ბა იკ­ლებს და ონ­კო­ლო­გი­ის რის­კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ნი­კო­ტი­ნი არის შხა­მი, რო­მე­ლიც ბრონ­ქუ­ლი ეპი­თე­ლი­უ­მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ასე­ვე, სა­სუნ­თქი გზე­ბის, კუ­ჭი­სა და საყ­ლა­პა­ვის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბას. სის­ხლის შე­მად­გენ­ლო­ბა უა­რეს­დე­ბა და იმუ­ნი­ტე­ტიც ქვე­ით­დე­ბა.

ამას გარ­და, მწე­ვე­ლი ზი­ანს აყე­ნებს გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც. ყვე­ლა, ვინც ეწე­ვა, ამ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის მძე­ვა­ლი ხდე­ბა. სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს აქვს, მაგ­რამ ნე­ბის­ყო­ფა - ცო­ტას. ის, რა­საც ნარ­კო­მა­ნი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სას „ლომ­კას“ უწო­დე­ბენ, მსუ­ბუ­ქი დო­ზით მწე­ვე­ლებ­შიც გვხვდე­ბა, რაც ნი­კო­ტინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და მო­წე­ვის და­უძ­ლე­ველ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა ნე­ბის­ყო­ფის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი, რო­მე­ლიც მავ­ნე ჩვე­ვის დაძ­ლე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ!

1. ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რი

ით­ვლე­ბა, რომ ის სჭირ­დე­ბა მათ, ვი­საც უჭირს ორ­გა­ნიზ­მი­დან შხა­მე­ბის გა­მო­დევ­ნის პე­რი­ო­დის გაძ­ლე­ბა. ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს მცი­რე დო­ზით სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბას ურე­დებ­ში. ამ მე­თო­დის მი­ნუ­სი იმა­შია, რომ ის აგ­ვა­რებს მხო­ლოდ სი­გა­რეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მას, მაგ­რამ თა­ვად პლას­ტი­რის­გან გა­დაჩ­ვე­ვას - არა. ამი­ტომ, სი­გა­რე­ტის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შემ­დეგ, თქვენ მო­გი­წევთ ნი­კო­ტი­ნის პლას­ტირ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­დაჩ­ვე­ვაც.

2. ნი­კო­ტი­ნის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბი

ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის მსგავ­სად, ისიც შე­ი­ცავს მცი­რე დო­ზით ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ნი­კო­ტი­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას. მისი ნაკ­ლი სა­ში­ნე­ლი გე­მოა, რის გა­მოც, მწე­ვე­ლე­ბი ხში­რად უარს ამ­ბო­ბენ ნი­კო­ტი­ნის სა­ღეჭ რე­ზინ­ზე და სი­გა­რეტს უბ­რუნ­დე­ბი­ან.

3. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა

სი­გა­რე­ტის დო­ზის შემ­ცი­რე­ბა არ არის ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. თქვენ ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან. უმ­ჯო­ბე­სია ერ­თბა­შად შე­წყვი­ტოთ მო­წე­ვა. მაგ­რამ, შე­არ­ჩი­ეთ დღე წი­ნას­წარ და მო­ნიშ­ნეთ კა­ლენ­დარ­ზე. სახ­ლი­დან მო­ა­შო­რეთ სა­ფერ­ფლე­ე­ბი და სან­თე­ბე­ლე­ბი. რო­დე­საც მო­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ, მი­ირ­თვით მზე­სუმ­ზი­რა, ხილი, ან ნე­ბის­მი­ე­რი ხემ­სი. შე­გიძ­ლი­ათ ხელ­ში და­ი­ჭი­როთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფან­ქა­რი და მო­წე­ვის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თოთ. ყვე­ლა­ზე კარ­გია, თუ მო­წე­ვას მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­წყვეტთ. ახა­ლი გა­რე­მო ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა­ში.

4. ჰელ­სი­ე­რი - თამ­ბა­ქოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი შემ­ცვლე­ლი

გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გა­ჯე­ტე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში. სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატ­ში თავ­სდე­ბა ჰითსტი­კი, რო­მე­ლიც გა­ცხე­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მოქ­მნის ორ­თქლს. „ჰელ­სი­ე­რი“ ია­პო­ნურ­მა კომ­პა­ნია „SKS co“-მ შექ­მნა. 2015 წლი­დან კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბი და მკვლე­ვა­რე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, მათ წარ­მა­ტე­ბით გარ­დაქ­მნეს ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს ფორ­მუ­ლა, რაც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო „ჰელ­სი­ე­რის“ შექ­მნას. „ჰელ­სი­ე­რი“ არის თამ­ბა­ქოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ქმნის ნამ­დვი­ლი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის შეგ­რძნე­ბას ნი­კო­ტი­ნი­სა და ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე. ის არ შე­ი­ცავს თამ­ბა­ქოს, კუპრს, ნი­კო­ტინს და სხვა მავ­ნე, ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს. არ აყე­ნებს უსი­ა­მოვ­ნო სუნს და არ გა­მოჰ­ყოფს კვამლს. არ­სე­ბობს 5 არო­მა­ტის ჰითსტი­კი: თამ­ბა­ქოს კლა­სი­კუ­რი გემო, მოც­ვი, მენ­თო­ლი, ციტ­რუ­სი და ყავა.

თუ მო­წე­ვის ჩვე­ვი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან გი­ჭირთ, ჰელ­სი­ერ­ზე გა­დას­ვლა ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მისი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „სპა­რის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, ან პირ­და­პი­რი შეკ­ვე­თის გზით, „ჰელ­სი­ე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე.

5. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა/სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი

კი­დევ ერთი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. და­კავ­დით სპორ­ტით, ირ­ბი­ნეთ დი­ლა­ო­ბით სუფ­თა ჰა­ერ­ზე. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბიც, რომ­ლე­ბიც სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

ვარ­ჯი­ში 1

როცა იგ­რძნობთ მო­წე­ვის ძლი­ერ სურ­ვილს, გა­დით სუფ­თა ჰა­ერ­ზე. და­დე­ქით გა­მარ­თუ­ლად, მო­დუნ­დით. ღრმად ჩა­ი­სუნ­თქეთ და გა­ა­ჩე­რეთ სუნ­თქვა 2-5 წამი. შემ­დეგ ნელა ამო­ი­სუნ­თქეთ. ამო­სუნ­თქვის ბო­ლოს შე­ა­ჩე­რეთ იგი­ვე დრო­ით სუნ­თქვა. გა­ი­მე­ო­რეთ ეს ვარ­ჯი­ში 10-ჯერ. ტვი­ნი გა­ჯერ­დე­ბა ჟანგბა­დით და მსუ­ბუქ თავ­ბრუს­ხვე­ვას იგ­რძნობთ. შე­დე­გად, დიდი ხანი აღარ მო­გინ­დე­ბათ მო­წე­ვა.

ვარ­ჯი­ში 2

ნელა ჩა­ი­სუნ­თქეთ ცხვი­რით და ბევ­რად სწრა­ფად ამო­ი­სუნ­თქეთ პი­რით. შე­ას­რუ­ლეთ ეს ვარ­ჯი­ში 30-ჯერ ისე, რომ ნელ-ნელა გა­ზარ­დოთ ტემ­პი. ეს იქ­ნე­ბა ერთი ციკ­ლი. მეტი ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა ამ ვარ­ჯი­შის 5-6 ციკ­ლად შეს­რუ­ლე­ბა, 1-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბე­ბით. შე­ას­რუ­ლეთ ვარ­ჯი­ში ყო­ველ ჯერ­ზე მა­შინ, როცა მო­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ. ფილ­ტვე­ბი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ჟანგბადს იღებს, მკერ­დში აღ­დგე­ბა სწო­რი ინერ­ცია, ხოლო სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბი მსუ­ბუქ, მაგ­რამ სის­ტე­მა­ტურ მა­საჟს გა­დის დი­აფ­რაგ­მის ძლი­ე­რი და რიტ­მუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წყა­ლო­ბით.

შე­ას­რუ­ლეთ ეს მოძ­რა­ო­ბე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე მა­შინ, როცა მო­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ. ასე არა მხო­ლოდ გა­და­აგ­დებთ მავ­ნე ჩვე­ვას, არა­მედ გა­ა­ვარ­ჯი­შებთ სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ებს და გა­ი­სუფ­თა­ვებთ ფილ­ტვებს.



 ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი