თბილისში, ვერაზე, მკვლელობა მოხდა

11 Mar 2018 14:39

თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.


არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.


მეზობლების განცხადებით, მკვლელობა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი ცხედარი ნათესავმა აღმოაჩინა.


როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.


1tv.ge

კომენტარები:

ფართი შოპი