რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

პოლიტიკა 24 Feb 2021 16:27

„ნიკა შენთან ვართ”, - ამ მოწოდებით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავების შემდეგ გადაიყვანეს, მხადასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად თბილისიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა გამართეს. პენიტენციურ დაწესებულებასთან გაჟღედა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ეს არის ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და პოლიტიკური დევნის დასრულების აქცია.


"ეს არის ჩვენი მეგობრების გამხნევების აქცია, ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დატუსაღებულები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის აქტიურობა, რომელაც სურს ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს, აუცილებელია ეს ზვავი, რომელიც ქვეყანას წალეკავს და რომლის გენერირება ამ ღრჯო ივანიშვილმა მოახდინა, გაჩერდეს! ეს ყველაფერი ამისთვისაა, ქვეყანა გადავარჩინოთ უფსკრულში ჩავარდნისგან. უფსკრულში თუ ჩავვარდებით, მერე "ქოცი" და "ნაცი" არავის გაახსენდება" - განაცხადა უგულავამ.


ipn.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი