ლევან კობერიძე: პოლიტიკურ ველზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უზნეო პოლიტიკოსია!

10 Mar 2018 21:32

ლევან კობერიძე, დეპუტატი:


_პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვაზე პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის რეაქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უზნეო პოლიტიკოსია, რომლებისთვისაც ამოსავალი წერტილი საკუთარი პირადი ეგოს დაკმაყოფილებაა.


როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აკეთებს ვაჟკაცურ განცხადებას, რომლის მსგავსაც, თავის დროზე არანაირი ქმედითის გამკეთებელი და ეხლა ჭკუის დამრიგებლური ტონით მოსაუბრე პოლიტიკოსი და ექსპერტი ვერ გაბედავდა და ვერც ეხლა გაბედავს , მე პირადად მხარს ვუჭერ მას და მოსახლეობასაც იგივეს მოვუწოდებ.

კომენტარები:

ფართი შოპი