კახა კალაძე: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე

პოლიტიკა 23 Feb 2021 12:41

საბედნიეროდ, სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა. 


მან მადლობა გადაუხადა  შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპერაციის მშვიდობიანად წარმართვისთვის.


კახა კალაძის თქმით, დღევანდელმა დღემ  აჩვენა, რომ საზოგადოება კიდევ არ არის შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე და ქვეყნის მთავარი პრობლემა რადიკალიზმია. 


„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე, ჯერ კიდევ არ გვაქვს კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს სახელმწიფოს და ერთმანეთის უპატივცემლობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არა აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი