შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს, რომელთა შორის გიორგი ბარამიძეცაა

პოლიტიკა 23 Feb 2021 11:07

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.


უწყების ცნობით, 21-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.




კომენტარები:

ფართი შოპი