მაკა რაზმაძე: როგორ გიყვართ დაცემული და განადგურებული ადამიანების ყურება...

18 Feb 2018 17:10

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:


_არც სურვილი და არც განწყობა მაქვს ეს დღეები აქ რაიმეს წერის, მაგრამ ალბათ საიჭიროა ზოგიერთი განმარტებების გაკეთება რაც არასდროს მეგონა თუ საჭირო გახდებოდა...


საავადმყოფოში საავადმყოფოს წესებია და  ტანსაცმელი, რომელიც  აცვიათ პაციენტებს  შავი არაა. თავდასხმამდე წასმული მანიკურის სხვების დასანახად სასწრაფოდ  წაშლა უფრო მეტიჩრობა და ხელოვნური  მგონია ვიდრე თავდასხმამდე წასმული და რენიმაციაში შემორჩენილი ზოგან აფხეკილი მანიკური. 


პირველი რაც შვილმკვდარმა დედამ თქვა იყო სიტყვები: მე არ ვაპირებ ჩემი შვილის გარეშე ცხოვრებას. თუ მე ახლა დავეცემი ნიშნავს რომ მათ ჩვენ მართლა მოგვკლეს. არავის მივცემ უფლებას რომ ჩემი შვილი აღარ იყოს... მოკიდა ხელი პომადას, წაისვა, თმა გადაივარცხნა და ეს რიტუალი იყო ბევრად უფრო ტრაგიკული, უფრო პროტესტი, ვიდრე ის ბღავილია რაც შვილმკვდარ დედას შეიძლება აღმოხდეს...მის მტრებს არ უჭორავიათ მსგავს თემებზე რასაც ვითომ ნაცნობები კადრულობენ. 


ვინ გეკითხებათ თქვენ ვინ როგორ გამოხატავს საკუთარი შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს!!როგორ გიყვართ დაცემული და განადგურებული ადამიანების ყურება....აი ზუსტად ამიტომაც გამოხატა ასე საკუთარი პროტესტი.მეც ვერ მივხვდი თავიდან,ვუშლიდი და ახლა გავიგე რა სწორად    განსაზღვრა და თურმე რა სწორად მოიქცა..... წაშალეთ ეგ სამარცხვინო პოსტები.სხვა ვერაფერი მოუძებნეთ სათქმელად დედას რომელსაც ერთადერთი შვილი ხელებში ჩააკლეს?

კომენტარები:

ფართი შოპი