Twitter-ის, Facebook-ის და Google-ს ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენებზე გამოვლენ

კომპანიების Facebook, Twitter და Google ხელმძღვანელები 25 თებერვალს კონგრესში დაგეგმილ მოსმენებზე სიტყვით გამოვლენ. მოსმენა გაიმართება ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაზეთი The Hill წერს.


მათი მონაცემებით, მოსმენებზე, რომელიც ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტზე გაიმართება, განიხილავენ კომპანიების ადმინისტრაციის ძალისხმევას არასანდო ინფორმაციის გავრცელებაზე კორონავირუსის თემაზე, ასევე იანვარში კაპიტოლიუმში განვითარებულ უწესრიგობაზე.


„ძალიან დიდი ხანი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ვერ აცნობიერებდნენ იმ როლს, რომელიც მათ ითამაშეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ფართო აუდიტორიისთვის. სფეროს თვითრეგულირება უშედეგო აღმოჩნდა“, - ნათქვამია კომიტეტის თავმჯდომარის ფრენკე პალონეს განცხადებაში.


მოსმენებს დაესწრებიან Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, Twitter-ის თავკაცი ჯეკ დორსი და Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი.







კომენტარები:

ფართი შოპი