ბაკურიანი საერთაშორისო ტურნირს „SKI CROSS“ მასპინძლობს

17 Feb 2018 17:03

16-17 თებერვალს ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში გამართულ შეჯიბრს მასპინძლობს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი. ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს. 2010 წლიდან  სკი კროსი (ski cross) ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. ტურნირი ოთხი სპორტსმენის ერთდროულ მონაწილეობას გულისხმობს, რომლებმაც დაახლოებით ერთკილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ.  სანახაობრივად ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო შეჯიბრი, სპორტსმენებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან გაიარეს. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს: დავით თედიაშვილი, დავით გავა, ლაშა კურტანიძე და ბესიკ ჩართოლანი. ეს ტურნირი პირველი ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. ბაკურიანში სკი კროსის წარმატებით ჩატარება, საქართველოს უხსნის გზას სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილი მოიპოვოს. ბაკურიანში სკი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის" ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართა.

შეჯიბრის პირველი ეტაპის გამარჯვებულები:

1 ადგილი -გრაფ ბერნჰარდი (ავსტრია)

2 ადგილი-დუგლას კროუფორდი (ავსტრალია)

3 ადგილი-ულრიჩ ჰოჩკოგლერი (ავსტრია)

 

შეჯიბრის   გამარჯვებულები 

  • ადგილი- თომას ჰარასერი (ავსტრია)
  • ადგილი-ულრიჩ ჰოჩკოგლერი (ავსტრია)
  • ადგილი -გრაფ ბერნჰარდი (ავსტრია) 
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი