მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი რომ არ "გავაპრავე", ეგრევე გავხდი "ნაცი" - გიორგი მარგველაშვილი

15 Feb 2018 01:44

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:


_მე როდესაც ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს სერიოზულად მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ცუდად დაგვიბრუნდება, რომ არ გამოვვარდი და არ "გავაპრავე" ეს ამბავი, ეგრევე გავხდი "ნაცი". რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი დაუბრუნდა საქართველოს სტრასბურგის გადაწყვეტილებით სააკაშვილზე. ვინმემ თქვა, როგორ შეგვეშალა მაშინ რომ არ დავუჯერეთ გიორგის? - არა! მეტიც, მე მწერენ დღეგამოშვებით ევროპარლამენტარები, მათ ხომ არ ელაპარაკებიან, იცით რა? - თქვენ პოლიტპატიმარი გყავთ და ამ საქმეს მიხედეთ. მე მაშინაც ვამბობდი, რომ მიაქციეთ ამ თემას ყურადღება, ეს არ არის შაყირში გადასატანი თემა. ერთი საკითხია, როგორ გამოდის სტრასბურგის გადაწყვეტილება და მეორე, როგორ გითარგმნიან შენ ამას პოლიტიკოსები. იმ ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ ეს თემა შენ პრობლემად დაგიყენოს და რომ გეუბნებიან პოლიტპატიმარიაო, რატომ უნდა ვიყო მე ადრესატი, ვისაც მერაბიშვილზე წერენ? მართლა ძალიან მაღიზიანებს ეს საკითხი.

კომენტარები:

ფართი შოპი