მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებები საჭირო რესურსებით აღჭურვილია

განათლება 14 Feb 2021 15:57

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგები სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.


სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ მშობლების ინფორმირებას სკოლები ინტენსიურად უზრუნველყოფენ.


მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და ამავდროულად მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.


 


კომენტარები:

ფართი შოპი