პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს ნახევარ ფასად მიიღებენ

15 Feb 2018 00:21

სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად იღებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ცვლილების შემდეგ კი მიმღებთა სიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და პენსიონერებიც ემატება, თუმცა ერთი განსხვავებით, ისინი მედიკამენტებს არა 1 ლარად, არამედ ნახევარ ფასში მიიღებენ. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემა “აქქტუალურ თემა”-ში სტუმრობისას ისაუბრა.


„თუ მოსარგებლეები მხოლოდ 100 000–ზე ნაკლები ქულის მქონენი იყვნენ, ახლა მათ უკვე პენსიონერები და შშმ პირები დაემატება, მაგრამ, ალბათ, პარამეტრები საშუალებას არ მოგვცემს, მედიკამენტები მათაც სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მივცეთ. ისინი დაახლოებით, ნახევარ ფასს გადაიხდიან“, – განაცხადა მინისტრმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი