ქებით, რომ ეს იყო კარგი არჩევნები , არავინ არ გამოსულა და არც არავინ გამოვა მომავალში - კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

პოლიტიკა 26 Jan 2021 14:30

ევროპული საქართველოს წევრი, გორგი კანდელაკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს ეხმაურება.


კანდელაკის თქმით, ოპოზიციას ესმის, რომ უცხოელი პარტნიორები ტაშს არ დაუკრავენ მათ გადაწყვეტილებას პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც კანდელაკმა აღნიშნა, სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ განცხადებები მანდატების გაუქმებაზე დაკმაყოფილდეს და შემდეგ უკვე წარიმართოს მოლაპარაკებების პროცესი.


კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას საკმაოდ კრიტიკული გამოსვლები იყო მრავალი ევროპარლამენტარის მხრიდან და არავინ გამოსულა ქებით, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები კარგი იყო.


„ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტში არ შესვლას ჩვენი პარტნიორები ტაშს ვერ დაუკრავენ, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ განცხადებები მანდატების გაუქმებაზე დაკმაყოფილდეს და ამ ერთპარტიულ პარლამენტს დაესვას ბეჭედი, რათა სრული სისავსით წარიმართოს მოლაპარაკებათა პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს კრიზისის განმუხტვამდე.


 რაც შეეხება ევროსაბჭოს და მის საპარლამენტი ასამბლეას, იქ სხვადასხვანაირი გამოსვლები იყო, ძალიან კრიტიკული  გამოსვლებიც იყო,  ქებით, რომ ეს იყო კარგი არჩევნები , არავინ არ გამოსულა და არც არავინ არ გამოვა მომავალში.“ - განაცხადა კანდელაკმა.



კომენტარები:

ფართი შოპი