გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის არჩევა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიტენტად ხაზს უსვამს იმ წარმატებულ რეფორმებს და იმ იმიჯს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოს შორის

პოლიტიკა 26 Jan 2021 14:22

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით. როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს არის როგორც ირაკლი კობახიძის ავტორიტეტის, ასევე იმ საქმიანობის აღიარება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია 4 წლის განმავლობაში ახორციელებლდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში. 

 

„ირაკლი კობახიძის არჩევა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიტენტად მეორე ვადით ხაზს უსვამს იმ წარმატებულ რეფორმებს და იმ იმიჯს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოს შორის. ეს არის, ასევე,  ირაკლი კობახიძის  ავტორიტეტისადა იმ საქმიანობის აღიარება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია 4 წლის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში.


ვიცე-პრეზიდენტის პოზიციიდან ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადი მიმართულებები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტთან, მისი ტერიტორიულ მთლიანობასთან, საერთაშორისო დონეზე  სხვადასხვა  რეფორმების საკითხების გაჟღერებასთან არის დაკავშირებული და მხარდაჭერილი, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის და წარმატებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და , რაც მთავარია, იმ რეფორმების წარმოჩენისთვის, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში,  როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის  ლიდერი ქვეყნის განხორციელებული დემოკრატიული პროცეებისა და რეფორმების თვალსაზრისით. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ საერთო მონახაზის კონტექსტშიც, რომელიც ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორიციელებლი და მიმდინარე საქმიანობის საფუძველზე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველომ სრულფასოვანი განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ავროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი