ცერცვაძე: ამბობდნენ, რომ ჩინეთში წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება

საუბარია ორი ვაქცინის შემოტანაზე - „ასტრაზენეკასი” და ერთ-ერთი ჩინურის, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტრმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ჩინურ ვაქცინას მსოფლიოში მაღალი ნდობა აქვს.


„ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი და უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს, სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. იმიტომ, რომ მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, ისედაც ამბობდნენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.



კომენტარები:

ფართი შოპი