ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 149    ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 529  პირი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 149   კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  238 086-ს.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  224 718-მდე.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 874, აჭარაში - 352, იმერეთში - 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში - 382, აჭარაში - 75, იმერეთში - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში - 174, აჭარაში - 11, იმერეთში - 30. 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 466 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 40, ხოლო იმერეთში - 24.


სულ  6 ოქტომბრიდან - 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 406  პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 113 პირი, აჭარაში - 1 884, იმერეთში - 2 358.



კომენტარები:

ფართი შოპი